ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურება

ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურებანიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 19 ნოემბრიდან ქალაქში საჯარო სკოლები დაიხურება.

„ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირების დადებითმა მაჩვენებელმა 3%-ს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით, 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლების შენობები დაიხურება. კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.