ფაშინიანი – “მომიტინგეებმა მომპარეს კომპიუტერი, სუნამო, მართვის მოწმობა…”

ფაშინიანი - "მომიტინგეებმა მომპარეს კომპიუტერი, სუნამო, მართვის მოწმობა..."სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს.

”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “სამშობლოსთვის”, – თქვა მან.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს.

იპნ