ბათუმში პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ვულკანიზაციის მიმდებარედ სროლა იყო. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
„მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. სროლის ხმაზე გამოვედით. როგორც გავიგე, ვულკანიზაციაში მყოფ მომხმარებელს ესროლესო. არ ვიცი, რამდენად მართალია. მსუბუქი ავტომობილით იყვნენო“, – აცხადებენ თვითმხილველები.
ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხადრზე შსს-მ გამოძიება 126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

