ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე მძარცველებმა მაღაზია გაქურდეს. მათ  მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში შესვლა ისე მოახერხეს.

მაღაზიის მეპატრონის თქმით, სავარაუდოდ,  თამბაქოა წაღებული. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.