სახლში ძმისშვილთან და ექიმებთან ერთად იყო… – მარადონას ბოლო დღე

სახლში ძმისშვილთან და ექიმებთან ერთად იყო... - მარადონას ბოლო დღემსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების ბოლო წუთებზე ინფორმაცია სატელევიზიო არხმა Todo noticias-მა გაავრცელა.

ტელეარხის ცნობით, გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა.

სახლში მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერაფერი მოახერხეს – მარადონას გული უკვე გაუჩერდა.

ნოემბერში არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თავის ტვინში სისხლჩაქცევით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით გაწერეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.

მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1986 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

პირველი არხი