საფრანგეთში მღვდელზე თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში მღვდელზე თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავესსაფრანგეთის ქალაქ ლიონში სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულის მეუღლეც, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი დაბადების ადგილი რუსეთია. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, რომ მღვდელს ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მღვდელს 31 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე ჭრილობა მიაყენეს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია დაჭრილი მღვდლისგან მას შემდეგ მიიღეს, რაც ის კომიდან გამოვიდა.

იპნ