საშინელი ავარია ბრაზილიაში – ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

საშინელი ავარია ბრაზილიაში - ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირაბრაზილიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულოს შტატში, ქალაქების – ტაგუაისა და ტაკაურიუბას შორის მდებარე ავტომაგისტრალზე მოხდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო. დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 53 მგზავრი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იპნ