სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალასერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

იპნ