სომხეთში უშიშროების ყოფილი შეფი არტურ ვანეციანი დააკავეს

სომხეთში უშიშროების ყოფილი შეფი არტურ ვანეციანი დააკავესსომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფაშინიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ, რასაც ადვოკატი სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მედიის ინფორმაციით, ვანეციანი გასული ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავეს. ბოლოს ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს, რის შემდეგაც დააკავეს. ის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

არტურ ვანეციანი ეროვნული უშიშროების სამსახურს 2018 წელს ხელმძღვანელობდა.