თემქაზე მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს ლევან შაბურიშვილის სახლში

თემქაზე მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს ლევან შაბურიშვილის სახლშითბი­ლის­ში, თემ­ქზე ცოტა ხნის წინ მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 36 წლის მიშო მე­ლი­ქიშ­ვი­ლია. მკვლე­ლო­ბა კი მისი მე­გობ­რის ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში მოხ­და, თა­ვად ლე­ვან­მა კი, რო­მელ­საც ასე­ვე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით შემ­თხვე­ვის ად­გილს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლი თაკო ჩარ­კვი­ა­ნის პარ­ტი­ის “კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის” წევ­რია.

– ლე­ვა­ნის სახ­ლში მოხ­და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­ული, ლე­ვა­ნი ძლივს გა­დარ­ჩა ყე­ლის არე­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ლე­ვა­ნი მარ­ტო პარ­ტი­ის წევ­რი არ არის ჩვე­ნი, ის უკარ­გე­სი ადა­მია­ნია, 20 წე­ლია, ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლია. მსგავ­სი კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მ­ი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. ფუტ­კარს ვე­ძა­ხით ლე­ვანს. მის სახ­ლში მოხ­და ეს ტრა­გე­დია.

ცნო­ბი­ლია მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა და ის და­კა­ვე­ბუ­ლია. მოკ­ლუ­ლია ლე­ვა­ნის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მიშო. თა­ვად ლე­ვა­ნი გა­მო­ექ­ცა მკვლელს, თო­რემ ამა­საც მოკ­ლავ­და, ყე­ლის არე­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით სახ­ლი და­უწ­ვა ლე­ვანს. და­ნა­შა­უ­ლი რომ და­ე­ფა­რა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა იქა­უ­რო­ბას. რო­დე­საც ეს ტრა­გე­დია ხდე­ბო­და, ლე­ვა­ნი მიშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და და მა­საც ყელ­ში და­უს­ვა დანა, ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი, იმ მხეც­მა ნაწ­ვა­ლე­ბი სახ­ლი და­უწ­ვა.

ამბები