თენგიზ ცერცვაძემ კლინიკა დატოვა

თენგიზ ცერცვაძემ კლინიკა დატოვაინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მისივე ცნობით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ