ადვოკატი გოგოლაძე – “ჩიქოვანს არ აქვს პრეტენზია ჩხარტიშვილთან, გოგშელიძესა და წაქაძესთან”

ადვოკატი გოგოლაძე - "ჩიქოვანს არ აქვს პრეტენზია ჩხარტიშვილთან, გოგშელიძესა და წაქაძესთან"გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის პოზიცია ცნობილია. ის ხვალ გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტს ხელს მოაწერს, რითიც იტყვის, რომ მზად არის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს საბა ჩხარტიშვილთან, საბა გოგშელიძესთან და ირაკლი წაქაძესთან.

ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით ჩიქოვანი ამბობს, რომ პრეტენზია ამ სამ დაკავებულის მიმართ არ აქვს. საპროცესო შეთანხმება კი ამ აღიარების სანაცვლოდ გაფორმდება.

გამოძიება საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილს და ირაკლი წაქაძეს, აგარაკზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

“მზაობა აქვს, ტექნიკურად ვერ მოვასწარით დღეს ამ დოკუმენტის გადაცემა მეორე მხარისთვის. თუ კიდევ სხვა რაიმე ტექნიკურმა მხარემ არ შეგვიშალა ხელი, ხვალ ამ დოკუმენტს გადავცემთ. პრეტენზია არ აქვს ამ სამი ბრალდებულის წინააღმდეგ,” – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.

რუსთავი 2