აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 10.000-10.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 10.000-10.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვესისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10.000-10.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ გადაწყეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სხდომის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია.

მას სასამართლოს  ეზოში სტიკერების გაკვრა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

რუსთავი 2