ამერიკაში 4 ვაქცინირებულს დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

ამერიკაში 4 ვაქცინირებულს დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს - ანაფილაქსიააშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია,რომ ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთეს, ვაქცინაციის მერე ბელის დამბლა განუვითარდა.

ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული
ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

უმეტესად, სახის დამბლა დროებითია. სიმპტომები გაუმჯობესდება რამდენიმე კვირაში, ხოლო სრული განკურნება რამდენიმე თვეში მოხდება. პაციენტების გარკვეულ ნაწილს კი კვლავ აღენიშნება დამბლის ზოგიერთი სიმპტომი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად, ბელის დამბლა განმეორებითია.

ფდა-მ თავის ანგარიშში დაამატა, რომ უცნობია, რამ გამოიწვია ბელის დამბლა მოხალისეებში.

ექსპერტებს დაევალათ კოვიდ-ვაქცინაციაში მონაწილე მოხალისეების მუდმივი კონტროლი.

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ფარმაცევტულ გიგანტს ვაქცინის დასანერგად “მოკლე გზები” არ უძებნია და რომ ვაქცინამ გაიარა ტესტირების ყველა ის ეტაპი, რასაც ზოგადად გადიოდა სხვა ვაქცინები.

ასევე საგულისხმოა დიდი ბრიტანეთის მონაცემებიც: დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ურჩია სერიოზული ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებს, რომ თავი შეეკავებინათ ვაქცინაციისგან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორ ადამიანს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტივენ პოუისმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ორ თანამშრომელს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

მკურნალი