ჩაქვთან 35 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს

ჩაქვთან 35 წლის მამაკაცი მოკლული იპოვესჩაქვთან, სოფელ ჩაისუბანში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.