დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან კოვიდ 19-ზე საყოველთაო აცრა დაიწყება – “პფაიზერის 800.000 დოზას ველოდებით”

დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან კოვიდ 19-ზე საყოველთაო აცრა დაიწყება - "პფაიზერის 800.000 დოზას ველოდებით"დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 800 000 დოზის მიღებას ელოდება, რომელიც მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ბიზნეს მდივანმა, ალოკ შარმამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონობით ვაქცინის დოზას მიიღებს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების სისწრაფეზე.

ალოკ შარმამ დარწმუნებით ისიც აღნიშნა, რომ პირველი პარტია – 800 000 დოზა მზად იქნება, რათა მომავალი კვირიდან გავრცელდეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამის დაწყებისას ჩვენ 800 000 დოზა გვექნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი ცოტა ხნის წინ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer -ის ვაქცინა დაამტკიცა.