სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, სიძემ დაჭრის შემდეგ მეუღლე შემთხვევის ადგილზე მიატოვა.
გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საუბრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა.
გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვამდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა.
“ნასვამმა მეუღლეს სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა. დაკავებილისთვის სამუდამო პატიმრობას მოვითხოვთ” – ამბობენ ელიზა კალანდაძის ოჯახის წევრები.
შემთხვევა სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ოჯახმა ზესტაფონში, მშობლიურ სოფელ ძირულაში გადაასვენა.

