თბილისში, გლდანულას დასახლებაში, სახლში შეკეტილი მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. არსებული ინფორმაცით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

