“იმ დღეს ზელიმხანმა სანდრასთვის ბერლინში სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა”

"იმ დღეს ზელიმხანმა სანდრასთვის ბერლინში სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა"ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი გა­მო­კი­თხეს. “ამბები” ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის ძმას ევ­რო­პა­ში და­უ­კავ­შირ­და.

ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი:

– იმ დღეს, რო­დე­საც ზე­ლიმ­ხა­ნი მოკ­ლეს, სან­დრა რუ­ლოვ­სი ჩა­ვი­და ბერ­ლინ­ში იმ მიზ­ნით, რომ ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას შეხ­ვედ­რო­და. ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ზე­ლიმ­ხან­მა გა­ა­კე­თა. მას ჰქონ­და ჩემ­თვის ნათ­ქვა­მი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ჩა­მო­დის და უნდა დავ­ხვდე, იჩ­ქე­რი­ის ხალ­ხს ხვდე­ბაო.

– დიდი ხნის ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­დათ სან­დრას და ზე­ლიმ­ხანს?

– მე მგო­ნი, მათ ნა­ნა­ხიც არ ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ტე­ლე­ფო­ნით ურ­თი­ერ­თობ­დნენ. ზე­ლიმ­ხან­მა იმ დღეს სას­ტუმ­რო და რეს­ტო­რა­ნი და­ჯავ­შნა სან­დრას­თვის, ზუს­ტად ვიცი, რომ რუ­ლოვ­სი ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას უნდა შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა არ ვიცი, რა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. როცა ზე­ლიმ­ხა­ნი მოკ­ლეს, სან­დრა ჯერ ჩა­მო­სუ­ლი არ იყო, ჩემი ძმა მას სა­ღა­მოს ელო­დე­ბო­და, უნდა დახ­ვედ­რო­და. იმ სა­ღა­მოს ზე­ლიმ­ხანს სან­დრა მის ვაჟ­თან და რძალ­თან ერ­თად ჰყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი რეს­ტო­რან­ში, სამ­ნი უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ – სან­დრა, ედუ­არ­დი და მისი მე­უღ­ლე. ედუ­არ­დი ბერ­ლინ­ში სწავ­ლობ­და. ზე­ლიმ­ხა­ნი რომ არ დახ­ვდა აე­რო­პორ­ტში, სან­დრა რე­კავ­და და მერე უთხრეს, რაც მოხ­და.

ამბები