ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქში დაწერა:
“ლეილა ბათუმელი ბოშა გოგოა.
აქციაზე მოდის და ვჭორაობთ ხოლმე. ეს ფოტოც დღეს აქციაზე გადაუღეს. ჩემს მეზობლად ჭაობის უბანში ცხოვრობს. სკოლაში დადის, თუმცა სწავლაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს. ძირითადად ქუჩაში დგომა და მოწყალების თხოვნა უწევს. ბოშურ კულტურას ჩაყლაპული აქვს მისი განვითარების შესაძლებლობა, სახელმწიფო კი ვერაფერს აკეთებს მისი სოციალიზაციისთვის.
თვალს როცა მომკრავს, გამოიქცევა და მოსალმების ნაცვლად ყოველ ჯერზე მეუბნება – ,, შენ ჩემი მეგობარი ხარ!”.
მე და ლეილა უცნაურად დავმეგობრდით. მხოლოდ მოწყალების თხოვნის დროს მენახა, თანხას თითქმის არასდროს ვაძლევ ბავშვებს, მირჩევნია შოკოლადი ან რაიმე ვუყიდო. ასე დამამახსოვრდა მისი სახელი.
ერთხელ თბილისიდან სტუმრად იყვნენ მეგობრები. Kakhaber
ის მაღაზიასთან ვიდექით, სანამ თამუნა რაღაცას არჩევდა. ჩამოიქროლა ბოშა ბავშვმა კახაბერის სამკერვალო მაკრატელს დაავლო ხელი და გაიქცა. უცებ ლეილას მოვკარი თვალი, დავუძახე ლეილა შენმა მეგობარმა მაკრატელი მოიპარა და იქნებ დაგვიბრუნომეთქი. გაუხარდა სახელი რომ ვიცოდი, გაიქცა და ზუსტად 1 წუთში თავისი ფეხით მოაბაჯბაჯა მაკრატლის პატარა ქურდი ყველა გაოცებული იყურებოდა, სტუმრებიც, კახაბერიც და მეც.
ასე დავმეგობრდით ულამაზესი გოგო ლეილა და მე.
მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყოს და საზოგადოება სწორად ხედავდეს მას, როგორც დამატებითი წინაღობების მქონე ბავშვს. სახელმწიფო კი ცდილობდეს მაქსიმუმის მაქსიმუმს ამ პატარებისთვის”

