21 დეკემბერს ხაშურში 25 წლის ქალი დაჭრეს.
მის სახლში ქურდი შევიდა, რომელმაც გაქცევის დროს, ე.წ. სპიცით დაჭრა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალი სახლის მეორე სართულზე ავიდა სინათლის ასანთებად.
“დაინახა, რომ კარი ღია იყო და მისი დახურვა უნდოდა. ეტყობა, ამით ისარგებლა იმან, ვინც შიგნით იყო შესული და მოხდა ასეთი რამე”, – უთხრა კურიერს მეზობელმა.
მეზობლების განცხადებით, მან ოქროულობა წაიღო.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მუცლის შემავალი ჭრილობა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამ მომენტში პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს. სტაბილურად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, ჩატარებული ოპერაციის დროს, მუცლის ღრუში არსებული დაზიანებები მთლიანად აღმოიფხვრა,”- აცხადებს შპს “ახალი კლინიკის” დირექტორი კახა ხელაძე.

