ხაშურთან მიკროავტობუსს 2 მანქანა შეეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

ხაშურთან მიკროავტობუსს 2 მანქანა შეეჯახა - 1 მამაკაცი დაიღუპახაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. სოფელ ვაყას მიკროავტობუსი და კიდევ ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

“ქართლის” ინფორმაციით, დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

“მთავარის” ცნობით, გარდაცვლილი სამხედრო პირია, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ამას არ ადასტურებს. მამაკაცი ქარელის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

შსს ცნობით აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის
მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულიხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.