ხათუნა კოტრიკაძის შვილს, გოგა გოგიას, სააპელაციომ სასჯელი 4 წლამდე გაუზარდა

ხათუნა კოტრიკაძის შვილს, გოგა გოგიას, სააპელაციომ სასჯელი 4 წლამდე გაუზარდამსახიობ ხათუნა კოტრიკაძისა და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილს, გოგა გოგიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

გოგა გოგია 2019 წელს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორედ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა მეორე ინსტანციის სასამართლომ.

გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო. 2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება ვერ გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.