პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავესსამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.