პოლიციის ტოიოტა გაჩერებულ ფორდ ტრანზიტს დაეჯახა – რას ემსხვერპლა შაკო ჯულაყიძე

პოლიციის ტოიოტა გაჩერებულ ფორდ ტრანზიტს დაეჯახა - რას ემსხვერპლა შაკო ჯულაყიძეპრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლი ფი­გუ­რი­რებს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

“2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნეთ­თან გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და 4 პი­რის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი “ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი”-ს მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ა.დ. მარ­თავ­და, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნეთ­თან გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 234-ე კმ-ზე, შე­ე­ჯა­ხა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­ჩე­რე­ბულ „ფორდ ტრან­ზიტ“-ის მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რის შემ­დგო­მაც შე­ჯა­ხე­ბის ინერ­ცი­ით მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა გზა­ზე მოძ­რავ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნას.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად “ფორდ ტრან­ზი­ტის” მძღო­ლი შ.ჯ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რმა ნ.ჯ.-მ, „ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი“-ს მძღოლ­მა ა.დ.-მ და მის­მა არას­რულ­წლო­ვან­მა მგზავ­რებ­მა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მკურ­ნა­ლო­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

სიმ­თვრა­ლე-სი­ფხიზ­ლე­ზე გა­და­უ­დებ­ლად შე­მოწ­მდა „ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი“-ს მძღო­ლი ა.დ, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი და ავ­ტო­საგ­ზაო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მძღო­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სად­გე­ნად. ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავა­რი­ას 40 წლის შაკო ჯუ­ლა­ყი­ძე ემსხვერ­პლა. იგი სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

შაკო ჯუ­ლა­ყი­ძე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ავ­ტო­ბა­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე მუ­შებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

ამბები