პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებსპრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს.

სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი მსგავს დანაშაულში წარსულში ნასამართლევია.

რუსთავი 2