ქობულეთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, კაცს სანადირო თოფი პირდაპირ ქუჩაში ესროლეს. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
“მამაკაცი კლინიკაში რომ მოიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო, მაშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი გახლდათ”,- განაცხადეს ქობულეთის კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

