“სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ” – თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვეს

"სამჯერ ისროლეს და შემოვარდნენ" - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ყაჩაღებმა გაძარცვესგუშინ, 30 ნოემბერს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა.

მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა 3.500 ლარი წაიღეს.

“ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი გამოკითხვა დაიწყო, მოახდინეს სამი გასროლა. დაზიანდა კლინიკის ქონება, ჩაიმსხვრა შუშა, გააღეს კარი, შემოვიდნენ და თანხა წაიღეს. ზუსტად რაოდენობას ითვლიან”, – ამბობს კლინიკის პიარი, ნინო კილაძე.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

მთავარი