საფრანგეთის მთავრობა 76 მეჩეთის დახურვას აპირებს

საფრანგეთის მთავრობა 76 მეჩეთის დახურვას აპირებსსაფრანგეთის მთავრობამ, შესაძლოა, 76 მეჩეთის დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. ამის მიზეზად რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლა სახელდება. მთავრობის ინფორმაციით, ეს მეჩეთები სეპარატიზმში არიან ეჭვმიტანილები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ამ მეჩეთებს შეამოწმებენ და თუ მათი ეჭვი დადასტურდება, დახურავენ.

ამასთან, “რადიკალიზაციაში” ეჭვმიტანილი 66 პირი ქვეყნიდან უკვე დეპორტირებულია.

– არსებობს ღვთისმსახურების ადგილები, რომლებიც აშკარად ანტირესპუბლიკურია, სადაც იმამებს დაზვერვის სამსახურები აკვირდებიან და სადაც წარმოებული დისკურსი ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამბობს ჯერალდ დარმანინი.
რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის გამო, იხურება მეჩეთები ავსტრიაშიც. ამასთან, დასაშვები ხდება ეჭვმიტანილი პირების პრევენციული დაკავება.

მთავარი