სასწრაფო, რომელსაც ავარიაში დაშავებული პაციენტი გადაჰყავდა, თვითონაც ავარიაში მოჰყვა

სასწრაფო, რომელსაც ავარიაში დაშავებული პაციენტი გადაჰყავდა, თვითონაც ავარიაში მოჰყვაჩხოროწყუ-მუხურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როდესაც სასწრაფოს ავტომობილიც ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ექიმების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება დაშავებულ პაციენტს, რომელიც ორმაგ ავარიაში მოყვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

იგი რეანომობილით ახლა ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ. შსს-ს ცნობით, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

პრაიმ ტაიმი