თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის სიმონ გაბრიაძეს 8 წელი მიესაჯა

თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის სიმონ გაბრიაძეს 8 წელი მიესაჯამომღერალ თიკა მახალდიანის დედის, თამუნა ანთელავას, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, სიმონ გაბრიაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ სიმონ გაბრიაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, რაც არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.