ტორეზა მოსიმ გირჩი დატოვა

ტორეზა მოსიმ გირჩი დატოვაპარტიის ლიდერებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პარტიის დატოვების შესახებ დაწერა “გირჩის” წევრმა ტორესა მოსიმ.

“მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო ზოგადად რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს.

არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმწ მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე პარტიაში ყოფნას.

წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველას,” – დაწერა ტორესა მოსიმ.