“ცოტნე აღდგომელაძეს ჩხუბში მონაწილე პირმა მანქანა დააჯახა და მოკლა” – რა მოხდა რუსთავში

"ცოტნე აღდგომელაძეს ჩხუბში მონაწილე პირმა მანქანა დააჯახა და მოკლა" - რა მოხდა რუსთავშირუსთავში დაღუპული 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.

ტრაგიკული შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.  ფოლადაანთკარში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა.

ირკვევა, რომ 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაძე ბიძასთან, იაგო ჯიქურთან,  ერთად სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა.  ერთ-ერთ ადგილობრივთან მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ბიძამ ურჩია მას, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. სწორად ამ მიზნით მოზარდი კუთვნილი მოპედით წავიდა,

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირი მას ავტომანქანით დაეჯახა.

გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ მოზარდის ბიძა, რომელიც ფაქტის ერთადერთი თვითმხილველია და საქმის მთავარის მოწმე, მომხდარის დეტალებს მალავს, გამოძიებასა და არასრულწლოვანის ოჯახის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის.

“ჩვენი სურვილით წავედით გუშინ პოლიციაში, რომ გაგვეგო, რა მოხდა. ვკითხულობდი ჩვენებას, მანამდე ბიძა ვნახე, რასაც აქ გეუბნები, ის მიწერია ჩვენებაშიო. რომ წავიკითხე, რაც იქ ეწერა, ჩემთვის ასე არ უთქვია. გამოვედი აღელვებული, მოვწიე სიგარეტი, შევდივარ და ჩვენება გაქრა, აღარ არის ის ჩვენება, დაიკარგა, ვეკითხები – სად არის ჩვენება? – აქ აირია ფურცლებშიო. განა ვერ იპოვეს, არ იპოვეს”, – ამბობს არასრულწლოვანის მამა.
“გაირკვა, რომ ჩხუბი ჩემმა ძმამ დაიწყო და ახლა შეიძლება ფიქრობს, რომ გაირკვევა, რომ ჩხუბი ამან დაიწყო და დაიჭერენ… თავის დროზე, სახლშიც არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ასეთი რაღაც მოხდა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობის სავარაუდო მოტივად შურისძიებას ასახელებენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.

მთავარი