“200 ლარად იცხოვრონ ფინანსთა მინისტრმა, ლადო კახაძემ და პიანისტმა ბოლქვაძემ” – ვატო სურგულაძე

"200 ლარად იცხოვრონ ფინანსთა მინისტრმა, ლადო კახაძემ და პიანისტმა ბოლქვაძემ" - ვატო სურგულაძევატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვას კარგი შედეგი არ მოაქვს:

–  რასაც მიაღწიეს ჩაკეტვით, იმის მიღწევა შესაძლებელი იყო ჩაკეტვების გარეშეც, თუკი იქნებოდა ყველა წესი დაცული. ბიზნესმა საკმაოდ კარგად დაამტკიცა, რომ რიგებსაც მართავდა, ნაკადებს, ყველა წესს იცავდა. უფრო ადრეც რომ გაეხსნათ, უკეთესი იქნებოდა ალბათ ყველასთვის. გამობრძანდა ჩვენი ძვირფასი ფინანსთა მინისტრი და განაცხადა, 1.200 ლარს მივცემთ 6 თვეშიო. ანუ თვეში 200 ლარს?! წავიდეს და 200 ლარად თვითონ იცხოვროს. იცხოვრონ 200 ლარად ლადო კახაძემ და პიანისტი რომ გვყავს ბოლქვაძე, იმან კიდევ, ვნახავ ერთი, როგორ იცხოვრებენ.

– ამ ჩაკეტვებით რომ ღარიბდება მოსახლეობა, ამას რა ეშველება?

– ღარიბდება კი არა, გაღატაკდა ხალხი. ვერ გაიგებ, რა ჯობს, კორონას გადაურჩე და შიმშილით მოკვდე თუ პირიქით. ამ ჩვენს ძალიან ღარიბ სახელმწიფოს მაინც არ ეყოფა თანხა საიმისოდ, რომ ყველა უზრუნველყოს, მაინც იქნება პრობლემები. ამიტომ ჯობდა, არ ჩაეკეტათ და ეს თანხები გადაესროლათ წესრიგის დასამყარებლად, იგივე ტრანსპორტსა თუ სუპერმარკეტებში. ასევე საავადმყოფოებში სერიოზული წესრიგია დასამყარებელი. ალბათ არ იცით, საავადმყოფოებში რა ხდება.

– რა ხდება?

– სრული ანარქიაა იქაც. სადაც არ არის კოვიდ კლინიკები, ექიმებსაც არ უკეთიათ ხშირად პირბადე და ზუსტად ამის კონტროლის გაძლიერებაა საჭირო. საჭიროა მუდმივი კონტროლი, მუდმივი ტრეინინგები. ოჯახის ექიმი საერთოდ არ ურეკავს იმ პაციენტებს, რომლებიც სახლში გადიან მკურნალობას. მე ვერ ვხედავ, რამე კეთდებოდეს იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა