22 წლის რუსტამ ფილია ვალერი ვარდანიას მოსაკლავად სოხუმიდან ზუგდიდში ჩავიდა

22 წლის რუსტამ ფილია ვალერი ვარდანიას მოსაკლავად სოხუმიდან ზუგდიდში ჩავიდარატომ მოკლეს 42 ვალერი ვარდანია ზუგდიდში? მეზობლები დაპირისპირებას ეჭვიანობას უკავშირებენ.

დაკავებულია 22 წლის რუსტამ ფილია, რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით მკვლელობის შემდეგ ბინა გადაწვა.

“ერთადერთი რაც ვიცი, ჭრილობა დანითაა მიყენებული გულ-მკერდისა და კისრის არეში. როგორც იძახიან, კარი რომ გააღეს, იქ იწვა საცოდავი.
გოგოს ელაპარაკებოდა, შენ ხომ იცი, მიყვარხარო. ვიღაცას ემუქრებოდა, ნახავ, ამ საღამოს რაც მოუვაო და თვითონ რა მოუვიდა. მიზეზი გოგო და ეჭვიანობაა”, – ამბობენ მეზობლები.

მკვლელობის მიზეზი პირადი კონფლიქტი და სმს გზავნილები გახდა.

22 წლის რუსტამ ფილიასთან  ერთად დაკავებულია ქალიც, რომელიც დაპირისპირების ფიგურანტად სახელდება.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი და ტანსაცმელი.

“როგორც კი ვალერი გარდაიცვალა, მკვლელმა ამ ბინაში [ქალის] მოიწესრიგა თავი, დაიბანა, დაივარცხნა”, – ამბობს მეზობელი.

“მთავარის” ინფორმაციით, ვარდანიასთან ანგარიშსწორების მიზნით ფილია სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას.