“23 წლის ორსული დაახრჩო” – აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

"23 წლის ორსული დაახრჩო" - აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯესდღეს მსოფლიომ ახალი ამბიოთ გაიღვიძა – აშშ-ში, 1954 წლის შემდეგ ქალი პატიმარი სიკვდილით პირველად დასაჯეს. ლიზა მონტგომერს სასიკვდილო ინექცია ტერ ჰაუტის ციხეში, ინდიანაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაუტარდა.

52 წლის ქალი უმძიმესი დანაშაულისთვის, მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. საქმის მასალების მიხედვით, 2004 წელს მან მისურის შტატში ორსული ქალი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა და გაიტაცა. მსხვერპლი, სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.