28 წლის ქსენია ფოცხვერაშვილს ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებს

28 წლის ქსენია ფოცხვერაშვილს ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებსინტერპოლი მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის ბრალდებით ასეულობით მოქალაქეს ეძებს, მათ შორის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია წარმოშობით ქართველი ქსენია ფოცხვერაშვილი.

ირკვევა, რომ მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში წლების წინ დასახლდა. თავად ქსენია 1992 წელს იაკუტიაში, ბორის ფოცხვერაშვილის ოჯახში დაიბადა.

2015 წელს ქსენია ფოცხვერაშვილი სირიაში გაემგზავრა და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლ ინგუშ ჯიჰადისტზე, ზაურბეკ კოტიევზე დაქორწინდა.

საინტერესოა თავად ზაურბეკ კოტიევის ისტორიაც. ის ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს 22 წლის ასაკში ორ ინგუშ მეგობართან ერთად შეუერთდა.

ისინი სირიაში 2014 წლის აგვისტოში საქართველო-თურქეთის გავლით მოხვდნენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქსენია ფოცხვერაშვილი კიდევ სამ ქალთან ერთად ბოლოს 2018 წელს ჰასაკას პროვინციაში დააფიქსირეს.

სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მარცხის შემდეგ ზაურბეკ კოტიევი და მისი თანამებრძოლები ევაკუაციას ცდილობდნენ. გავრცელებული ცნობით, მათ ინგუშეთში მყოფ ოჯახებს სირიის დასატოვებლად ფინანსური დახმარება, კერძოდ 40 ათასი დოლარის შეგროვება სთხოვეს, თუმცა რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ოჯახებს შეახსენეს, რომ ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ითქვა, რომ ზაურბეკ კოტიევს და ქსენია ფოცხვერაშვილს სურდათ ყალბი პასპორტებით თურქეთში, ან უკრაინაში მოხვედრა, თუმცა ბოლო ინფორმაცია მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია.

პრაიმ ტაიმი