32 წლის ავთო გრიგოლია მამამ ყელგამოჭრილი იპოვა

32 წლის ავთო გრიგოლია მამამ ყელგამოჭრილი იპოვასენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა აცნობეს, დაღუპულია 32 წლის ავთო გრიგოლია.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.