56 წლის ქალი დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში გარდაცვლილი იპოვეს

56 წლის ქალი დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში გარდაცვლილი იპოვესდუშეთში, შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა 56 წლის ქალი გარდაცვალების მიზეზი, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა თავშესაფრის ბენეფიციარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“კურიერის” გადამღები ჯგუფი დუშეთში დილიდან იმყოფება, თუმცა მათ პანსიონატის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ აქვთ, რადგან პანსიონატის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ადგილზე მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

პანსიონატის დროებითი წარმომადგენელი კი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 56 წლის ქალმა სადეზინფექციო ხსნარი მიიღო, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

“პირველად შევიდა ექთანი, მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო, მათ ბენეფიციარი გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, სისტემატიურად იტარებდა კვლევებს, სტაციონარშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში თვითნებურად წყვეტდა მკურნალობას. ექსპერტიზა რასაც დადებს შედეგებს, ყველასთვის ცნობილი იქნება,”- დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლია წიკლაური.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2