არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდაარგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო გერმანიის გეომეცნიერების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

იპნ