ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალა

ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალათვითმფრინავი, რომელიც ბერლინი-მოსკოვის რეისს ასრულებს, რუსეთის საჰაერო სივრცეშია, თუმცა მოსკოვთან მიმართულება შეიცვალა – სხვადასხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი დაგეგმილი “ვნუკოვოს” აეროპორტის ნაცვლად, “შერემეტიევოში” დაჯდება.

მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, დააკავონ, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მის დაპატიმრებას ითხოვენ.

Tvrain.ru წერს, რომ “ვნუკოვოს” მოფრენის ზონიდან ხალხის გაყვანა მოხდა და იქ გაუმჭვირვალე შირმა დააყენეს. აეროპორტში მხოლოდ გამგზავრების ბილეთის მქონე პირებს უშვებენ, თუმცა როგორც Tvrain.ru წერს, აღმოჩნდა, რომ ალექსეი ნავალნის დახვედრის მიზნით, ხალხის ნაწილმა სპეციალურად შეიძინა იაფი ბილეთები, რათა აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრილიყვნენ.

რუსთავი 2