“ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა” – რა მოხდა ქარელში

"ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა" - რა მოხდა ქარელშითურქეთის მოქალაქეს ყოფილი მეუღლე არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს.

ხ.ო. ამბობს, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში აგრძელებდა სექსუალურ შევიწროვებას და გარყვნილ ქმედებას, რაც მისთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რაც ოჯახში კონფლიქტი მოხდა.
35 წლის ქალი 40 წლის მეუღლემ სცემა.

ხ.ო. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს უთხრა შვილმა მამინაცვლის გარყვნილი ქმედებების შესახებ.

ხ.ო.-ს თქმით, შსს-მ საქმე სათანადოდ არ გამოიძია და მის მეუღლეს ბრალი მხოლოდ ოჯახურ ძალადობაზე დასდეს და 4.000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდა, მამაკაცმა კი სხვა ქალზე იქორწინა. ქალის თქმით, მომხდარზე პოლიციას ერთი კვირის წინ მიმართა.

„ჩემ შვილს ეშინოდა და სახლში მარტო არ რჩებოდა, მაღაზიაში რომ გავდიოდი, მაშინაც კი სულ თან მომყვებოდა, არაფერს მეუბნებოდა, როცა ყველაფერი მომიყვა, მაშინვე პოლიციაში განვაცხადე. ჩემი ქმარი მაშინ ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას, როცა ჩემი შვილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ფიზიკურად მეც ხშირად მისწორდებოდა, ორსულად ყოფნის დროსაც კი ხშირად მცემდა. ჩემი ყოფილი მეუღლე თურქეთშიც არაერთხელ არის ნასამართლევი“, – ამბობს ყოფილი მეუღლე.

თურქეთის მოქალაქე შიდა ქართლში ავტომანქანების ბიზნესით არის დაკავებული.