დუშეთში არხში 57 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – მას ოჯახი 2 დღე ეძებდა

დუშეთში არხში 57 წლის ქალის ცხედარი იპოვეს - მას ოჯახი 2 დღე ეძებდადუშეთში, არხში, ქალის ცხედარი იპოვეს.

57 წლის ქალს ოჯახი ორი დღე ეძებდა. ის სახლიდან კვირას გავიდა. ქალი ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აქვს და ვარაუდობენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა. არსებობს ვერსია, რომ ქალს სამუშაო ადგილას კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ამაზე დაზუსტებით საუბარი ოჯახის წევრებს უჭირთ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მთავარი