გახარიამ ვიცე-პრემიერებად ცქიტიშვილი და ზალკალიანი დანიშნა

გახარიამ ვიცე-პრემიერებად ცქიტიშვილი და ზალკალიანი დანიშნასაქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ასევე იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი“, – განაცხადა გახარიამ.

იპნ