გერმანია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს – ჯანდაცვის მინისტრი შპანი

გერმანია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს - ჯანდაცვის მინისტრი შპანიგერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც იმავე ექსპერიმენტულ მკურნალობას დაიწყებს ანტისხეულებით, რომელიც ამერიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემთხვევაში გამოიყენეს კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ 200 ათასი დოზა შეიძინა, რაც 400 მილიონი ევრო დაჯდა.

„ანტისხეულების ე.წ. მონოკლონალური კოქტეილები უახლოეს კვირას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში განთავსდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

შპანს არ დაუსახელებია მწარმოებელი, ვინც გერმანიას მედიკამენტს მიაწვდის. თუმცა, ირწმუნება, რომ ეს ის პრეპარატია, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ღებულობდა, როდესაც გასული ოქტომბერში კორონავირუსით დაავადდა.

„ის მუშაობს როგორც პასიური ვაქცინაცია. ამ ანტისხეულების შეყვანას ადრეულ სტადიაზე პაციენტს შესაძლოა დაეხმაროს დაავადების სერიოზული პროგრესირების თავიდან აცილებაში“, – განაცხადა მინისტრმა.