გლდანში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა

გლდანში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდატრაგედია მოხდა გლდანში – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ახლობლების თქმით, შემთხვევა 10 იანვარს, დილის საათებში მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი