გონიოში სურმანიძეების სახლში აფეთქება მოხდა – 3 ადამიანი დაშავდა

გონიოში სურმანიძეების სახლში აფეთქება მოხდა - 3 ადამიანი დაშავდაგონიოში, მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც წუხელ, 8 იანვარს, ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 პირი დაშავდა.

აფეთქება სურმანიძეების სახლში მოხდა.

დაშავებულთა შორის თურქეთის მოქალაქეცაა, რომელიც სახლში მდგმურად იმყოფებოდა, ის კლინიკა “ბიემსიში” შოკური ტრავმით შეიყვანეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, მას 3-4 მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც ერთ-ერთი დაშავებული ამბობს, სავარაუდოდ, ოთახში გამათბობელი აფეთქდა. მისივე თქმით, სანამ შემთხვევა მოხდებოდა, მან და მისმა მეუღლემ სპეციფიური სუნი იგრძნეს, რის გამოც გარეთ გამოვიდნენ და გაზის შემოწმება დაიწყეს.

აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, როდესაც სახლის მეპატრონე კიბეზე ადიოდა, კიბე ჩატყდა და დაშავებულმა მრავლობითი დაზიანება სწორედ ამის გამო მიიღო.

ხანძრის ჩაქრობის დროს ასევე დაშავდა მეხანძრე-მაშველი. ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებული მეხანძრე კლინიკა “მედინაში” გადაიყვანა.