იაპონჩიკის მკვლელობისთვის ნუგზარ პაპავაზე ძებნა გამოცხადდა

იაპონჩიკის მკვლელობისთვის ნუგზარ პაპავაზე ძებნა გამოცხადდა11 წლის შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. 13 იანვარს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების სანქცია გასცა ნუგზარ პაპავაზე, რომელიც 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნუგზარ პაპავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ასტამურ ბუთბას. ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა.

69 წლის ვიაჩესლავ ივანკოვს 2009 წლის 28 ივლისის საღამოს, როდესაც ის რესტორან ტაი ელეფანტიდან გამოდიოდა. სნაიპერული შაშხანიდან ესროლეს. შედეგად იაპონჩიკი კომაში ჩავარდა და 2009 წლის 9 ოქტომბერს კერძო კლინიკაში პერიტონიტისგან გარდაიცვალა.

მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ორი პირი იხდის, თუმცა წლების შემდეგ ამ საქმეში კიდევ ახალი ფიგურანტები იკვეთებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველმა ნუგზარ პაპავამ ქილერები დანაშაულის იარაღით უზრუნველყო.

იაპონჩიკის მკვლელობის მთავარ მოტივად კანონიერი ქურდის, ილია სიმონიას (მახო) პირადი შურისძიება სახელდება. მათ შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ორივე იხდიდა სასჯელს ირკუტსკის კოლონიაში.

ნუგზარ პაპავა ფიგურირებს 2019 წელს აფხაზეთში ბიზნესმენ ომარ მირცხულავას გატაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის საქმეში. სოხუმის ე.წ. სამართალდამცველებმა მაშინ პაპავა სხვა ორ პირთან ერთად დააკავეს კიდეც, თუმცა მოულოდნელად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მოგვიანებით, ე.წ. აფხაზეთის პროკურატურამ ნუგზარ პაპავას ბრალი კვლავ წარუდგინა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ბიზნესმენის გატაცებაში მისი მონაწილეობა დაადასტურა.

პრაიმ ტაიმი