ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის ირაკლი ფანგანი დააკავეს

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის ირაკლი ფანგანი დააკავესაჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის  თავზე ნაგვის დაყრისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა დაკავებულს, ირაკლი ფანგანს განუმარტეს, ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მისი დაკავება “ალტერნატივას” ოფისთან მოხდა.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბონდო თედორაძის ინფორმაციით, დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოქალაქის დაკავება უკანონოდ მოხდა.

ინფორმაციისთვის, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 156-ე – დევნის და 239-ე – ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.