იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პოლიციამ კი დაკარგული ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სოლარიუმები არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე იპოვეს გარდაცვლილის პირადი ნივთებიც.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

რუსთავი 2